X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცენტრალური აზიის საავტომობილო გზების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

24 სექტემბერი 2025

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ცენტრალური აზიის საავტომობილო გზების მე-4 საერთაშორისო კონფერენცია (CARC) მიმდინარეობს. ღონისძიებაში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროდაბ მინისტრის მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე მონაწილეობენ.

კონფერენციას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები, პროფილური დეპარტამენტების ხელმძღვანელები და გზების მშენებლობის ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები. ღონისძიების მთავარი მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის კონტაქტების დამყარება და გაღრმავება, ინდუსტრიის მიმდინარე საკითხების განხილვა და ეფექტიანი გადაწყვეტების ძიება. ასევე, კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას თანამშრომლობისთვის სამინისტროებს, ასოციაციებს, გზის სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის მწარმოებლებს, კვლევით ინსტიტუტებსა და გზების მშენებელ კომპანიებს შორის.

კონფერენციის პირველ დღეს, მონაწილეებმა იმსჯელეს საგზაო ინფრასტრუქტურის გლობალურ გამოწვევებზე, მომავალი თაობის საგზაო ინჟინრების განვითარებაზე, ციფრული გზებისა და ჭკვიანი ინფრასტრუქტურის დანერგვაზე. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაციაზე, ITS ტექნოლოგიების გამოყენებაზე სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგისათვის, ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე ასფალტის ლაბორატორიებში, ასევე — კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მდგრადი საგზაო ინვესტიციების სტრატეგიებზე.

CARC-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გამოცდილების გაზიარებისა და გზების მშენებლობაში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისთვის. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოძებნონ ახალი პარტნიორები და სპონსორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დაფინანსებისა და რესურსების უზრუნველყოფას.